ყველის სუფლე
დრო 35წთ
ულუფა 12
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 200 მლ
  • კარაქი - 100 გ
  • ყველი - 150 გ
  • ფქვილი - 100 გ
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) - მწიკვი
  • მარილი და პილპილი
  • კვერცხი - 4

მომზადების წესები
კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ყველი გავხეხოთ. რძე შევათბოთ. კარაქი გავადნოთ, გადავიტანოთ თასში, დავუმატოთ ფქვილი და მოვურიოთ.

დავუმატოთ კვერცხის გულები, რძე, მარილი (გააჩნია ყველის სიმლაშეს), პილპილი, ჯავზი და გახეხილი ყველი. კარგად მოვურიოთ.

ცალკე თასში მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და ბეზე თანდათანობით დავუმატოთ ყველიან მასას.

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. სუფლეს მასა გადავიტანოთ წინასწარ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმებში და აირღუმლის ზედა თაროზე 20 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. სუფლე ლამაზ ოქროსფერს რომ მიიღებს და ამოიბურცება, უკვე მზადაა. სუფლე ცხელი უნდა მივიტანოთ სუფრასთან, თუმცა ცივიც შესანიშნავია. განსაკუთრებით უხდება სალათებს, ხორცისა და ბოსტნეულის წვნიანებს. შესანიშნავი სნეკია ლუდთანაც.

სუფლესთვის უნდა გამოვიყენოთ მშრალი, ნაკლებმარილიანი ყველი, გამოსაცხობად კი ტარტალეტის ფორმებიც გამოდგება.

ტეგები:
კვერცხი სუფლე ნანახია: 14696