ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ. დავუმატოთ დაჭრილი ქათმის ხორცი და განვაგრძოთ შუშვა. 3 წუთში დავასხათ ნაღები და ამოვურიოთ. დავამატოთ მარილი, წიწაკა, ოხრახუში და ატრია. როდესაც ატრია ყველა მხრიდან შეცხელდება, დავუმატოთ პომიდორი, მოვაყაროთ მარილი და ამოვურიოთ.სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ ყველი და დაჭრილი მწვანილი. კერძი მივირთვათ ცხლად.