მომზადების წესი:გარეცხეთ წიწიბურა, მოხალეთ კარაქწასმულ ტაფაზე.მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კუბიკებად დაჭრილი ხორცი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო. დაუმატეთ ტომატპასტა და კარგად მოურიეთ.ხორცისა და ბოსტნეულის მასას დაუმატეთ მოხალული წიწიბურა, დაასხით ადუღებული წყალი ისე, რომ ოდნავ დაიფაროს წიწიბურა წყლით, მოაყარეთ მარილი და დადგით თავდახურული ქვაბით დაბალ ცეცხლზე.მომზადებულ წიწიბურას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მოურიეთ. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ შავი პილპილი და დაფნის ფოთოლი.