მომზადების წესი:სიმინდს შეურიეთ წმინდად დაჭრილი კომბოსტო, პატარა კუბიკებად დაჭრილი კიტრი და ბულგარული წიწაკა. შემდეგ მოასხით მაიონეზი და მოაყარეთ მარილი. სალათა ლანგარზე დადეთ წრის ფორმით. დაფარეთ მთლიანად ოხრახუშით. სტაფილო დაჭერით გრძელ, თხელ ზოლებად და დაადეთ ოხრახუშის ზემოდან ლენტებივით. მაიონეზით მოხატეთ ორნამენტი. მორთეთ ზეთის ხილით და წრეებად დაჭრილი წიწაკებით.