მომზადების წესი:მოამზადეთ ბისკვიტი. ამისთვის ფქვილში გაქენით კარაქი, დაუმატეთ მარილი. შემდეგ დაუმატეთ გაყინული წყალი ლიმონის წვენით. მოზილეთ ცომი.გააბრტყელეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გადაიტანეთ ფორმაში, მოაჭერით ზედმეტი კიდეები და დაჩხვლიტეთ ჩანგლით ცომი. შედგით ფორმა ცომით მაცივარში ცოტა ხნით, სანამ გულსართს მოამზადებთ.დაჭერით მსხალი თხელ ნაჭრებად, დაასხით ლიმონის წვენი. გადადეთ 10 ცალი ნიგვზის ლებანი მოსართავად. დანარჩენი დაჭერით წვრილად.ცალკე ჯამში ათქვიფეთ არაჟანი, შაქარი, ფქვილი და ვანილის შაქარი.გამოიღეთ მაცივრიდან ცომი, დააწყვეთ მასზე მსხლის ნაჭრები, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და მოასხით არაჟნის მოსასხამი. აცხვეთ 180 გრადუსზე 45-50 წუთი.გამომცხვარი ღვეზელი გააგრილეთ და მორთეთ ნიგვზის ლებნებით.