უნაზესი შოკოლადიანი ფუნთუშები საფუვრის გარეშე
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ასე მომზადებული ფუნთუშები აუცილებლად უნდა გაასინჯოთ!

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 400 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • შედედებული რძე - 1 ქილა
  • ზეთი - 0,5 ლ
  • მწიკვი მარილი
  • გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა (10 გ)
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • შავი შოკოლადი
  • შაქრის პუდრა

მომზადების წესები
მომზადების წესი:

ჯამში ჩაახალეთ კვერცხი (არ ათქვიფოთ) დაუმატეთ შედედებული რძე.

ფქვილი ჩააყარეთ საცრით.

დაუმატეთ გამაფხვირებელი, ვანილი და მარილი.

მოზილეთ ცომი.

მაგიდაზე მოაყარეთ ფქვილი და გადაიტანეთ ცომი. მოზილეთ კვლავ. ჩომი მაგარი არ უნდა მიიღოთ, ნაზი და ელასტიკური უნდა იყოს.

გააბრტყელეთ ცომი 1 სმ სისქეზე.

ორნაირი ზომის ფორმით (შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი მოზრდილი და მეორე პატარა, მაგალითად, არყის ჭიქა). ამოჭერით ფუნთუშები (იხ.ფოტო).

დაახლოებით 30 ფუნთუშა გამოგივათ.

ქვაბში ჩაასხით ზეთი, დადგით ცეცხლზე და კარგად გააცხელეთ. იმისათვის, რომ გაარკვიოთ, საკმარისად ცხელია თუ არა ზეთი, ჩაყავით მასში ხის კოვზი, თუ ბუშტები გაუშვა ზეთმა, ესეიგი, ის საკმარისად ცხელია.

ჩადეთ ზეთში 4-5 ცალი ამოჭრილი ზომი.

მოხარშეთ ყველა მხრიდან ოქროსფერის მიღებამდე. ამოიღეთ ზეთიდან მზა ფუნთუშები და დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად.

ფუნთუშები მზად არის. შეგიძლიათ მოაყაროთ უბრალოდ შაქრის პუდრა ან მოუმზადოთ შოკოლადის მინანქარი მარტივად: უბრალოდ გაალღვეთ წყლის აბაზანაზე ერთი შავი შოკოლადის ფილა და ცალი მხირადან ამოავლეთ მასში ფუნთუშა. შემდეგ გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთი, რათა შოკოლადი გაშრეს.

ტეგები:
ფუნთუშა შოკოლადი ნანახია: 6720