ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ მოშუშული ხორციდან მოხდილ ცხიმში, დავუმატოთ დაჭრილი მწვანილის ნახევარი, დაფნის ფოთოლი და მოშუშული ხორცი. როცა ხორცი მოიშუშება, დავასხათ პამიდორი, ჩავამატოთ შაქარი და მარილი. სურვილისამებრ დავამატოთ წიწაკაც. 2 წუთის დუღილის შემდეგ დავაყაროთ მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცალკე მარილ-წყალში მოვხარშოთ მაკარონი, გადავწუროთ, მოვათავსოთ თეფშზე და მოვასხათ მოშუშული ხორცის სოუსი.ამკერძს შეგვიძლია დავამატოთ რეჰანი და პამიდორთან ერთად შევურიოთ ცოტა მაიონეზიც.