კარტოფილი "დოფინუა": ფრანგული სამეფო კერძი, რომელსაც გარნირს ვერ უწოდებთ
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ეს კერძი წარმოშობით ფრანგული ისტორიული რეგიონიდან, დოფინედან არის. სამშობლოში ასე მომზადებულ კარტოფილს დღესაც უდიდეს პატივს სცემენ. გირჩევთ, მოამზადოთ თქვენც და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 1 კგ
  • ნიორი - 2 კბილი
  • კარაქი - 5 ს/კ
  • ნაღები - 10 %-იანი, 500 მლ
  • მარილი და პილპილი
  • მუსკატის კაკალი - დაფქული

მომზადების წესები
მომზადების წესი:
გაფცქვენით და გარეცხეთ კარტოფილი. დაჭერით ხელის ბოსტნეულის საჭრელით თხელ ნაჭრებად. თუკი არ გაქვთ ეს მოწყობილობა, ეცადეთ, დაჭრათ 3 მმ სისქის ნაჭრებად.
ღუმელის გამოსაცხობ ტაფას წაუსვით კარაქი, გაანაწილეთ თანაბრად დაჭრილი ნიორი.
ძემოდან დააწყვეთ კარტოფილის ნაჭრები ისე, თითქოს თევზის ფარფლებია. პირველივე ფენას მოაყარეთ მარილი და პილპილი და ცოტაოდენი მუსკატის კაკალი. მოასხით ცოტაოდენი ნაღები.
შემდეგ კიდევ მოაწყვეთ კარტოფილის ნაჭრები და კვლავ მოაყარეთ სანელებლები და მოასხით ნაღები. ეს უკანასკნელი ისე გაანაწილეთ, რომ ბოლო ფენისთვის ყველაზე მეტი დაგრჩეთ.
სულ ზემოდან მოაწყვეთ კარაქის ნაჭრები. გადააფარეთ ფორმას ფოლგა და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით.
შემდეგ მოხსენით ფოლგა და კვლავ შედგით 15-20 წუთით, რომ მოიბრაწოს ზედაპირი. სუფრასთან იმ ჭურჭლითვე მიიტანეთ, რომელზეც გამოაცხვეთ.

ტეგები:
კარტოფილი გარნირი ნანახია: 10507