მომზადების წესი: ჩირები ჩაალბეთ მთელი ღამით კონიაკში. დარბილებულ კარაქს შეათქვიფეთ შაქარი, შემდეგ კი სათითაოდ კვერცხი. მიღებული მასა ათქვიფეთ კარგად მიქსერით. ცალკე ჯამში ფქვილში შეურიეთ გამაფხვიერებელი და სანელებლები. შემდეგ დაუმატეთ ფქვილის მასა კვერცხისა და კარაქის მასას. ჩააყარეთ ჩირები, ცუკატები და ყველაფერი კარგად აურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ კექსის ფორმაში, რომელსაც წინასწარ წაუსვამთ კარაქს და მოაყრით ფქვილს. აცხვეთ 140-150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2-2,5 საათი. გამომცხვარი კექსი დანამეთ ალკოჰოლური სასმლით, ოღონდ არყით არა. გაცივებული კექსი შეახვიეთ ფოლგაში ან საკვების შესაფუთ ცელოფანში. ასე რბილად შეინახება კექსი დიდი ხნის განმავლობაში.