მომზადების წესი:მოხარშეთ ქათმის ფილე, გააგრილეთ და დაჭერით კუბიკებად. ბულიონი არ გადაღვაროთ.დაჭერით ძეხვი და სოსისრები მოგრძო ნაჭრებად.მოხრაკეთ შებოლილი ძეხვი მშრალ ტაფაზე, დაუმატეთ სოსისრები ან მოხარშული ძეხვი და ხრაკეთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში.დაჭერით წვრილად მწვანილი.კიტრის მჟავეც დაჭერით პატარა კუბიკებად.ხახვი დაჭერით ალყა-ალყა.მოხრაკეთ ხახვი ზეთში შევარდისფრებამდე. დაუმატეთ მჟავე კიტრი და 1 სუფრის კოვზი მჟავე კიტრის წვენი.დაუმატეთ ტომატპასტა, მოურიეთ და შუშეთ 2-3 წუთი დაბალ ცეცხლზე.აადუღეთ ქათმის ბულიონი, ჩაყარეთ ძეხვი, სოსისები და ტომატში მოშუშული ხახვი და კიტრი. მოაყარეთ მარილი, ჩაუმატეთ შავი პილპილის მარცვლები და დაფნის ფოთოლი, მწიკვი შავი პილპილი. ხარშეთ სალიანკა 5-7 წუთი. სულ ბოლოდ, რომ გამორთავთ, ჩაყარეთ მწვანე ზეთისხილი. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი, გააფორმეთ ლიმონის ნაჭრებითა და დაჭრილი მწვანილით.