მომზადების წესი:1. მოამზადეთ ფარში ქათმის ფილესა და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან. 2. შემდეგ მოამზადეთ გულსართი: გახეხეთ ყველი, მოხარშული კვერცხიც გახეხეთ, დაუმატეთ დარბილებული კარაქი და წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში.3. ხელები დაისველეთ წყალში, ამოიღეთ ფარშის ნაწილი, ოდნავ გააბრტყელეთ, გააკეთეთ შუაგულში ჩაღრმავება და ჩადეთ მასში მომზადებული გულსართი. მიეცით კატლეტის ფორმა.4. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და შეწვით კატლეტები დაბალ ცეცხლზე ორივე მხრიდან თავახდილ ტაფაში.