მომზადების წესი:თავიდანვე გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მოამზადეთ კექსის ფორმა. თუკი ის სილიკონის არის, წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ახლა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და შეურიეთ გამაფხვიერებელი. ცალკე დაჭყლიტეთ ბანანი პიურეს სახით. მიქსერის საშუალო სიჩქარით ათქვიფეთ კარაქი, შაქარი, ბანანის პიურე, კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი – ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და კვლავ კარგად აურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ბოლოს დაუმატეთ სასურველი ხილი/ჩირი ან შოკოლადი. გადაიტანეთ ცომი მომზადებულ ფორმაში, მოასწორეთ. აცხვეთ 1,15 საათი. მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირით. თუკი ზედაპირი მობრაწა და გული სველი აქვს, გადააფარეთ კექსს ფოლგა და გააგრძელეთ ცხობა. გამოიღეთ კექსი ღუმელიდან, გააგრილეთ 5-10 წუთის განმავლობაში ფორმაშივე, შემდეგ გადმოაბრუნეთ ფორმა, გადმოიღეთ კექსი და ბოლომდე გააცივეთ.