მომზადების წესი:მოამზადეთ ცომი: შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. მოზილეთ ელასტიკური ცომი, რომ არ გეკვროდოთ ხელებზე.შემდეგ დაჭერით ცომი დაახლოებით პელმენის ზომის ნაჭრებად.მოამზადეთ გულსართი: გამდნარ კარაქს შეურიეთ მარილი და ნიორი. ყოველი "პელმენი" ამოავლეთ ამ მასაში და მჭიდროდ დააწყვეთ გამოსაცხობ ფორმაზე.მოაყარეთ ცომის ნაჭრებს გახეხილი ყველი. შემდეგ მოაწყეთ ისევ ცომის ნაჭრები და კვლავ მოაყარეთ ყველი.შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ. გამოცხობის დაწყებიდან 15 წუთში გადააფარეთ ცომის ნაჭრებს ფოლგის ქაღალდი, რათა ყველი არ დაიწვას, ბოლოს კი მოაცილეთ და დაბრაწეთ.