მომზადების წესი:ცივი მარგარინი და ფქვილი ერთად ავკეპოთ, სანამ ფხვიერ მასას მივიღებთ, ვასხათ ლუდი და თან ვკეპოთ.მიღებული ცომი გავაბრტყელოთ და გადავკეცოთ კონვერტივით. ეს პროცედურა გავიმეოროთ 2-3-ჯერ. ცომი ცელოფანში გავახვიოთ და 1-2 საათით მაცივარში შევინახოთ.კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ ფაფუკი მასის მიღებამდე, შევათქვიფოთ შაქარი და ვანილი. მასას დავუმატოთ ნიგოზი და ქიშმიში.ცომის ნახევარი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და ზედ გადავანაწილოთ ნიგვზის მასა. ცომის მეორე ნაჭერიც გავაბრტყელოთ და დავაფაროთ ღვეზელს. ნაპირები კარგად შევკრათ.ღვეზელი ზემოდან ჩანგლით დავჩხვლიტოთ ან დანით ლამაზად დავსეროთ, წავუსვათ კვერცხის გული და საშუალო ტემპერატურაზე გამოვაცხოთ.ჟურნალი "გემრიელი"