მომზადების წესი:გარეცხეთ კარტოფილი (მაგრამ არ გაფცქვნათ) და მოხარშეთ მარილწყალში. გააგრილეთ კარტოფილი, გაფცქვენით და გაჭერით შუაზე. ჩაის კოვზის მეშვეობით ამოუღეთ თითოეულ ნაწილს გული. გული დაჭერით კუბიკებად.ლორიც დაჭერით პატარა კუბიკებად, მწვანილი – წვრილად, პომიდორიც კუბიკებად, ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე.დაჭრილი კარტოფილი, პომიდორი, ლორი და მწვანილი ერთმანეთში აურიეთ და შეანელეთ არაჟნით.მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ. კარტოფილი დაალაგეთ გამოსაცხობ, ზეთწასმულ ფორმაზე, ჩადეთ თითოეულში მომზადებული გულსართი, მოაყარეთ ყველი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5-10 წუთით.