მომზადების წესი:გატარებულ ხორცს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, დამბალი პურის გული, კვერცხი, მარილი და პილპილი. ხელით კარგად აურიეთ.გულსართისთვის: წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი და მოხარშული კვერცხი, წვრილად დაჭერით ოხრახუში და კამა, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი დარბილებული კარაქი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.კლიარისთვის: ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ არაჟანი ან მაიონეზეი, გამაფხვიერებელი, მარილი და ფქვილი. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.ფარშისგან გააკეთეთ ბლინის ფორმა, ჩადეთ გულსართი, დაამრგვალეთ, მიეცით კატლეტის ფორმა და ამოავლეთ კლიარში. შეწვით გაცხელებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.