მომზადების წესი:ბისკვიტი: გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ტორტის ფორმას წაუსვით კარაქი. კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. ცილა ათქვიფეთ შაქართან და ლიმონის წვენთან ერთად მკვივი ქაფის მიღებამდე. კვერცხის გული ოდნავ ათქვიფეთ ჩანგლით დ ახის კოვზის მეშვაობით შეურით ათქვეფილი ცილა. შემდეგ ნელ-ნელა ჩააცერით ფქვილი და კოვზით მოურიეთ.გადაიტანეთ ცომი ფორმაში, მოასწორეთ, ზემოდან მოაყარეთ წმინდა შაქარი ან შაქრის პუდრა და აცხვეთ 8-10 წუთი. გამომცხვარი ბისკვიტი გააგრილეთ. და ამოჭერით 15 სმ დიამეტრიც წრე.ყავის პანა-კოტა: დაალბეთ ჟელატინი ცივ წყალში. კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად და დაასხით ცხელი ნაღები. გადაიტანეთ ყველაფერი მომინანქრებულ ქვაბში, დაუმატეთ ყავა და ხარშეთ გასქელებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ 60-65 გრადუსამდე, დაუმატეთ გაფუებული და გაწურული ჟელატინი, ასევე ყავის ლიქიორი. გააგრილეთ, გადაიტენთ სასურველ ჭურჭელში (აჯობებს სილიკონის ფორმა) და შედგით მაცივარში 3-4 საათით.მასკარპონეს კრემი: დაასხით ჟელატინს ცივი წყალი. კვერცხის გული ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად გათეთრებამდე. კვერცხის ცილა ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად მკვრივი ქაფის მიღებამდე. მიქსერით მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ კვერცხის გულთან ერთად მასკარპონე და ნელ-ნელა დაუმატეთ ათქვეფილი ცილა. მომზადებული კრემის რამდენიმე კოვზი გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ჯამში, დაუმატეთ დამბალი და გაწურული ჟელატინი და შედგით 60-65 გრადუსზე გახურებულ მიკროტალღურ ღუმელში 1-2 წუთით. შემდეგ გამოიღეთ და ნელ-ნელა შეურიეთ კრემის ძირითადი ნაწილი, დაუმატეთ ლიქიორი.მინანქარი: ჟელატინი დაალბეთ ცივ წყალში. ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაასხით წყალი, სიროფი და ჩაყარეთ შაქარი და მიიყვენათ 103 გრადუსამდე. დაასხით ეს ცხელი მასა დატეხილ შოკოლადს და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ რძე და გაწურული ჟელატინი. ათქვიფეთ ხელის ბლენდერით. ტორტის აწყობა: (ქვემოდან ზევით).16 სმ დიამეტრის ფორმაზე (ფორმას უნდა ეხსნებოდეს კიდეები, ანუ უნდა იყოს, დასაშლელი ფორმა) გადაიტენთ კრემის 1/2-დი, ზემოდან ფრთხილლად დაადეთ პანა-კოტა, შემდეგ დარჩენილი კრემი, ბოლოს კი დაადეთ ბისკვიტი, ოდნავ დააწექით, რომ კრემში კარგად ჩაჯდეს. შედგით ტორტი მაცივარში 6-8 საათი (აჯობებს მთელი ღამით). მეორე დღეს მოხსენით ფორმას კიდეები, მოასხით მინანქარი და მორთეთ სურვილისამებრ.