ჩეხური ფუნთუშა ტრდლო - პრაღის არომატის შესაგრძნობად
დრო 1წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

პრაღის ქუჩებში უამრავი საცხობი და ჯიხურია, სადაც ამ ფუნთუშას აცხობენ. ტრდელების გარეშე ამ ქალაქის მონახულება თითქმის წარმოუდგენელია.
მათ, ვისაც არ ავიწყდება ამ ნაციონალური ტკბილეულის გემო და სურს, შეიგრძნოს პრაღის არომატი პირდაპირ საკუთარ სახლში, ვთავაზობთ ტრდლოს რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 650 გ
  • დარიჩინი - 50 გ
  • თხილი ან ნიგოზი - 100 გ
  • კარაქი - 100 გ
  • 2 ც კვერცხი
  • რძე - 1 ჭიქა
  • საფუარი ნედლი - 30 გ
  • შაქარი - 6 ს/კ
  • თბილი წყალი - 1/4 ჭიქა

მომზადების წესები
მომზადების წესი:

თავდაპირველად მოამზადეთ საფუვრის საფუძველი ცომისთვის. ამისათვის მეოთხედ ჭიქა თბილ წყალში ჩაყარეთ საფუარი, ერთი ჩაის კოვზი ფქვილი და ერთი ჩაის კოვზი შაქარი და დადგით თბილ ადგილას დაახლოებით 20-25 წუთი.

კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან.

პატარა ჯამში გაადნეთ კარაქი, შემდეგ გადაიტანეთ ღრმა ჯამში და შეურიეთ რძესა და 2 კვერცხის გულს. მიღებული მასა შეურიეთ დარჩენილ ფქვილსა და საფუვრის (უკვე გაფუებულ) მასას, დაუმატეთ არასავსე ჭიქა შაქარი (დაიტოვეთ დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი მოსაყრელად) და მარილი.

ხელით მოზილეთ ნაზი, ელასტიკური ცომი. გადააფარეთ სველი, კარგად გაწურული ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას, სანამ ცომი არ გაორმაგდება.

მზა ცომი გაანაწილეთ რამდენიმე თანაბარ ნაწილად და გააბრტყელეთ თითოეული. შემდეგ თითოეული ფირფიტა დაჭერით დაახლოებით 5 სმ სიგანის ზოლებად.

დაახვიეთ თითოეული ზოლი ფორმებზე (ფორმებად შეგიძლიათ გამოიყენოთ მყარი მუყაოს ტრუბები, რომელსაც ტყვიის ქაღალდი ექნება შემოხვეული ან პატარა ზომის ცომის გასაბრტყელებელი.) კიდე ფაქიზად შეაწებედ, რომ არ გაიხსნას რულეტი.

კულინარიული ფუნჯით თითოეულ რულეტს წაუსვით კვერცხის წილა. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.

გააკეთეთ დანაყილი თხილის ან ნიგოზის, ერთი სუფრის კოვზი შაქრისა და დარიჩინის ნაზავი, დაყარეთ გაშლილ თეფშზე და გადაატარეთ თითოეული ცომის რულეტი ზედ.

დაალაგეთ ცომის რულეტები ღუმელის ლითონის ფირფიტაზე და შედგით ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. დროდადრო გადააბრუნეთ რულეტები, რომ ყველა მხრიდან დაიბრაწოს. მზა ფუნთუშები გამოიღეთ ღუმელიდან, ფრთხილად მოხსენით ფორმიდან, დაალაგეთ გაშლილ ლანგარზე და მოაყარეთ შაქრის პუდრა. მიირთვით ცხელ-ცხელი.


ტეგები:
ფუნთუშა ნანახია: 7423