ქლაფუტი ქლიავით – ცნობილი ფრანგული ღვეზელის რეცეპტი
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

გაანებივრეთ საკუთარი თავი და ახლობლები ამ ფრანგული დესერტით – ქლაფუტის მომზადება სხვადასხვა ხილით ან კენკრით შეგიძლიათ! ჩვენ ქლიავი შეგირჩიეთ...

ინგრედიენტები

  • ქლიავი - 500 გ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • რძე - 360 მლ
  • შაქარი - 60 გ
  • ფქვილი - 60 გ
  • ვანილის ექსტრაქტი - 5 მლ
  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად

მომზადების წესები
მომზადების წესი:

გაჭერით ქლიავი შუაზე (ან კიდევ უფრო პატარა ნაჭრებად), დაალაგეთ მჭიდროდ გამოსაცხობ ფორმაზე.

ათქვიფეთ კვერცხი და რძე, დაუმატეთ შაქარი, ფქვილი და ვანილის ექსტრაქტი. შაქრის რაოდენობა თქვენს მიერ შერჩეულ ხილზეა დამოკიდებული: თუ ნაყოფი საკმარისად ტკბილი არ არის, მაშინ შაქარი მეტი დაუმატეთ.

ათქვიფეთ ხელის ზამბარით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

დაასხით ქლიავს (ან სხვა ხილს) მიღებული მასა, შედგით 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 1-1,5 საათი, სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება. გამომცხვარ ღვეზელს მოაყარეთ შაქრის პუდრა ან ნებისმიერი თხილეული.

ტეგები:
ღვეზელი ხილი ქლიავი ნანახია: 1925