მომზადება: დაჭერით ხახვი კუბიკებად, გახეხეთ სტაფილო წვრილ სახეხე. ტაფაზე დაასხით ზეთი, დადგით ცეცხლზე, გაახურეთ და მოხრაკეთ ხახვი და სტაფილო. დაუმატეთ გარეცხილი ბრინჯი, მოურიეთ და თავდახურული ორთქლში ჩაშუშეთ 20 წამის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ 2 ჭიქა წყალი, აურიეთ და დაახურეთ თავსახური. 10 წუთში მოაყარეთ მარილი და პილპილი, აურიეთ, ისევ დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 15 წუთი.