მომზადების წესი:გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე. მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა.ფხვიერი ნამცხვარი დაფხვენით, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ მასა 22 სმ დიამეტრიც ფორმაში და კარგად ჩატკეპნეთ. შედგით ფორმა საყინულეში, სანამ გულსართს მოამზადებდეთ.თუ დაკონსერვებულ ანანასს იყენებთ, გადაწურეთ და დაჭერით წ ვრილად. ნაღების ყველი და შაქარი ათქვიფეთ კარგად, შემდეგ კი სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი. დაუმატეთ ქოქოსის რძე (თუ დაკონსერვებულს იყენებთ, აუცილებლად შეანჯღრიეთ ქილა, სანამ გახსნიდეთ).სულ ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ანანასი და 3/4 ჭიქა ქოქოსის ფანტელი. აურიეთ და გადაიტენთ გულსართი საყინულედან გამოღებულ ბისკვიტზე. შედგით 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 50 წუთი. გამომცხვარი ჩიზქეიქი გააგრილეთ გამოღებულ ღუმელში, შემდეგ გამოიღეთ და მოაყარეთ დარჩენილი ქოქოსის ფანტელი. დაჭრამდე ცოტა ხნით მაცივარში გააცივეთ.