მომზადების წესი:ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბიკებად, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში. ლავაში გაშალეთ, დააფინეთ მასზე სალათის ფოთოლი, ზემოდან დაალაგეთ მრგვლად დაჭრილი კიტრი და პომიდორი, შემწვარი ქათმის ფილე, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და წმინდად დაჭრილი მწვანილი.მოასხით სოუსი (მაიონეზში ან არაჟანში არეული ნიორი, ცოტა მარილი და პილპილი), გადაახვიეთ ლავაში და გემრიელად მიირთვით.