მომზადების წესი:ხაჭო გავატაროთ საცერში (შეიძლება 2-3-ჯერ ხორცსაკეპში გატარებაც).ცალკე კვერცხის გულებითა და შაქრით გავაკეთოთ გოგლიმოგლი, რომელიც ორთქლის აბაზანაზე უნდა გაითქვიფოს, სანამ შესქელდება. გატარებულ ხაჭოს დავუმატოთ სხვადასხვა ხილის ჩირი, ქიშმიში, ვანილი, გოგლიმოგლი, არაჟანი და დარბილებული კარაქი, კარგადავურიოთ და ჩავდოთ სპეციალურ ფორმაში, რომელშიც დოლბანდი იქნება ჩაფენილი და ძირი დაჩვრეტილი ექნება. ვაცადოთ დაწრეტა და მთელი ღამით შევდგათ მაცივარში.ჟურნალი "გემრიელი"