მომზადების წესი:ხის სოკო გავარჩიოთ, ხელით დავანაწევროთ მოგრძო ნაჭრებად, დავასხათ წყალი, წამოვადუღოთ და გადავასხათ ნახარში. სოკოს დავასხათ წყალი, რომ დაფაროს და მოვხარშოთ.როცა წყალი დაშრება, დავაყაროთ დაჭრილი ხახვი, მწვანილი, კარაქი და ჩავშუშოთ, სანამ დარბილდება.ბოლოს მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი, დავუმატოთ მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. დავტოვოთ ცეცხლზე 3-4 წუთი.