მომზადების წესი:კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ რძე და ვანილის შაქარი.ქვაბში მოვათავსოთ წყალი და შაქარი და ვადუღოთ ღია ყავისფერი მასის მიღებამდე.ფორმის ძირზე დავასხათ კარამელის მასა, ზემოდან კრემი. მაღალგვერდებიან თუნუქის ფურცელზე დავასხათ წყალი, ჩავდგათ კრემიანი ფორმა ისე, რომ ნახევრამდე წყალში იყოს და მოვათავსოთ 160 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.როცა ზედაპირი მოიბრაწება – გადმოვდგათ ღუმლიდან და შეგრილებული 2-3 საათით ფორმითვე შევდგათ მაცივარში.ჟურნალი "გემრიელი"