მომზადების წესი:თავდაპირველად მოამზადეთ კრემი. ერთმანეთში შეურიეთ საჭირო რძის ნახევარი და ნაღები, სახამებელი, შაქარი, ვანილი და კვერცხის გული. დარჩენილი რძე და ნაღები დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ცხელი მასა ცივ მასაში წვრილი ნაკადით შეურიეთ, თან შეუჩერებლად და სწრაფად ურიეთ.დადგით კრემი ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. როცა კრემი გასქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.აიღეთ გამჭვირვალე ღრმა ფორმა (აჯობებს იყოს, მინის), ჩაალაგეთ მჭიდროდ ფხვიერი ნამცხვარი.ზემოდან გაანაწილეთ კრემი.შემდეგ დაალაგეთ კვლავ "პეჩენია", ზემოდან კრემი და ასე ააწყვეთ ფენებად ტორტი. შეგიძლიათ იფანტაზიოროთ სურვილისამებრ და ფენებს შორის დაუმატოთ ბანანა, არაქისი, ცოტაოდენი შედედებული რძე ან კენკრა... თქვენი სურვილის მიხედვით!დროა მოამზადოთ მინანქარი: რძე, შაქრის პუდრა, კაკაო, კარაქი და მწიკვი მარილი – ყველაფერი კარგად ათქვიფეთ ხელის ზამბარით ან მიქსერით და მინანქარიც მზად არის.მოასხით მინანქარი ტორტის სულ ზედა ფენას და მზა დესერტი შედგით მაცივარში რამდენიმე საათით ან მთელი ღამით.