მომზადების წესი: გაატარეთ ხაჭო საცერში, დაუმატეთ არაჟანი, მარილი, ვანილი, შაქარი და გახეხილი შოკოლადი ან კაკაო. მოამზადეთ პოლიეთილენის პარკი (ქოხის ფორმირებისთვის). ჩაალბეთ ფხვიერი ნამცხვარი რძეში და დაალაგეთ 3 ან 4 ფენად პოლიეთილენზე. თუ 3 რიგად დაალაგებთ სამკუთხედ ქოხს მიიღბეთ, თუ 4—ად – კვადრატულს. სქლად დაადეთ ხაჭოს მასა. შუაში ჩადეთ მთლიანი, გაფცქვნილი ბანანი. შემდეგ პოლიეთილენის მეშვეობით ამოწიეთ ნამცხვრები ისე, რომ მიიღოთ ქოხი. შედეთ ქოხი მაცივარში, რათა შედგეს. შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან, მოხსენით პოლიეთილენის პარკი და გადაიტანეთ ლანგარზე. მოამზადეთ მინანქარი: მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ქვაბში და ისე, რომ განუწყვეტლივ ურიოთ, მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ რამდენიმე წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. ცხელ-ცხელი მოასხით ქოხს, სანამ მინანქარი გამაგრდება. გააჩერეთ რამდენიმე საათი (აჯობებს, გააჩეროთ მთელი ღამით), შემდეგ კი დაჭერით და გემრიელად მიირთვით.