აკროშკა კეფირით და გაზიანი წყლით
დრო 25წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კეფირი - 1 ლ
  • გაზიანი მინერალური წყალი - 900 მლ
  • კარტოფილი - 4 ცალი
  • კვერცხი - 4 ცალი
  • კიტრი - 5 ცალი
  • ქათმის ფილე - 250 გ
  • ბოლოკი - 200 გ
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • კამა - 1 კონა
  • ძმარი - გემოვნებით

მომზადების წესები
მომზადების წესი:

მოხარშეთ კარტოფილი, გააცივეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.

კვერცხი მოხარშეთ მაგრად, გარეცხეთ ცივი წყლით და გაფცქვენით, დაჭერით.

კიტრი გაფცქვენით და დაჭერით წვრილად, 1 კიტრი და ბოლოკი გახეხეთ.

ქათმის ფილე მოხარშეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად.

ხახვი და კამა დაჭერით.

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ დიდ ქვაბში.

დაასხით ცივი კეფირი, დაუმატეთ გაზიანი წყალი, მარილი, ძმარი - გემოვენებით და აურიეთ. შემდეგ კარგად გააცივეთ.