მომზადების წესი:მოხარშეთ მთელ-მთელი ფორთოხალი 1,5 საათის განმავლობაში. შემდეგ დაჭერით პატარა ნაჭრებად და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი, კრემისებური მასის მიღებამდე.ათქვიფეთ ნაღები ჰაეროვანი ღრუბლის მიღებამდე.შაქარი და კვერცხის გული დააბლენდერეთ კრემისებური მასის მიღებამდე.კვერცხის მასას, დაუმატეთ ჯერ ათქვეფილი ნაღები, შემდეგ დაბლენდერებული ფორთოხალი. აურიეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.გადაიტანეთ მასა კონტეინერში და გაყინეთ 2 საათის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ ათქვიფეთ მიქსერით და კვლავ შედგით საყინულეში, ახლა უკვე 5-6 საათით.სუფრასთან მიტანამდე 20 წუთით ადრე გამოიღეთ საყინულედან.