კარაქი გავადნოთ, ალუბალს კურკები გამოვაცალოთ. კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, შემდეგ მაწონი. თუ სოდას ვიყენებთ, მაშინ მაწონში გავხსნათ და ისე დავუმატოთ მასას. კარგად ავურიოთ, დავუმატოთ ვანილი, ფქვილი და საცხობი ფხვნილი. საბოლოოდ დავუმატოთ ალუბალი. აირღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე. მაფინის ფორმებს შიგნიდან წავუსვათ კარაქი, მოვაფრქვიოთ ფქვილი, გადავიტანოთ ცომი და წინასწარ გახურებულ აირღუმელში შევდგათ. მაფინები უნდა გამოცხვეს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.