გარედან ხრაშუნა, შიგნით კი რბილი და ნაზი ორცხობილები 10 წუთში!
დრო 8წთ
ულუფა 25
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 1 ცალი
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • სოდა 0,5 ჩკ
  • კარაქი - 200 გ
  • ფქვილი - 2,5 ჭიქა

მომზადების წესები
მომზადების წესი:

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და სოდასთან ერთად.

დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი. თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

გააბრტყელეთ 8 მმ სისქის ფირფიტა. ამოჭერით სასურველი ფორმის ნამცხვრები. აცხვეთ 8-10 წუთი 180 გრადუს ტემპერატურაზე. დიდხანს არ მოგივიდეთ, ძალიან გამოშრება.

ნამცხვარი გარედან ხრაშუნა, შიგნიდან კი რბილი უნდა გამოვიდეს.