მომზადების წესი:ვაშლები დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და საშუალო ტემპერატურაზე გამოვაცხოთ. კვერცხის ცილა და შაქარი მოვათავსოთ ჯამში. ქვაბში ჩავასხათ ცოტაოდენი წყალი (ჯამს რომ ჩავდგამთ, ძირი წყალს არ უნდა შეეხოს!) და ავადუღოთ. ქვაბზე დავდგათ თასი და სათქვეფელით მსუბუქად ავურიოთ შაქარი და კვერცხის ცილა. როდესაც შაქარი ცილაში ბოლომდე გაიხსნება, გადმოვიღოთ ორთქლის აბაზანიდან და მიქსერით მაღალ სიჩქარეზე გავთქვიფოთ. დავუმატოთ ვანილი. მიღებული მასა ამოვიღოთ ულუფებად, დავაწყოთ გამომცხვარი ვაშლები და მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრი და დაფქული ნიგოზი. დესერტი მივირთვათ ცხლად.რჩევაამ დესერტის მოსამზადებლად მომჟავო, მაგარი ჯიშის ვაშლი შევარჩიოთ. ვაშლს შეგვიძლია მოვაყაროთ კარამელიზებული ნიგოზი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 1 ჭიქა შაქარი და 0,5 ჭიქა წყალი სქელძირიან ქვაბში ან ტაფაზე გავაცხელოთ. როცა ადუღდება, დავუმატოთ გარჩეული, 1,5 მთელ-მთელი ნიგვზის ლებნები, დარიჩინი და ვურიოთ, სანამ გარშემო შაქრის აპკს გაიკეთებს, შემდეგ შევაგრილოთ და მსუბუქად დავფქვათ. კარამელიზებული ნიგოზი დიდხანს ინახება, შეგვიძლია სხვა დესერტების მოსართავადაც გამოვიყენოთ.ჟურნალი "გემრიელი" (აპრილის ნომერი)