კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ და გაფცქვენით. კიტრი გათალეთ. ყველაფერი თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით. მაწონი და წყალი ათქვიფეთ, დაუმატეთ მარილი. ჩაყარეთ შიგ დაჭრილი ინგრედიენტები: კარტოფილი, კიტრი, კვერცხი, ლორი. დაუმატეთ დაჭრილი კამა, მწვანე ხახვი, პილპილი. ოკროშკა შედგით მაცივარში რამდენიმე საათით და მიირთვით ცივი. რჩევაოკროშკას შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტებიც დაუმატოთ თქვენი გემოვნების მიხედვით, მაგ. ბოლოკი, მწვანე ხახვი, არაჟანი, ძეხვი, ტკბილი წიწაკა და ა.შ. მაწვნისა და წყლის რაოდენობის განსაზღვრა კი თავადაც შეგიძლიათ – თუ ცოტა სქელი წვნიანი გსურთ, მაშინ ნაკლებ წყალში გახსენით.