მომზადების წესი:ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებადმე (10-15 წუთის განმავლობაში). ფქვილს შეურიეთ სახამაებელი და გამაფხვიერებელი და დაუმატეთ გოგლიმოგლს.დაუმატეთ პატარ-პატარა ულუფებით, თან ურიეთ ხის ნიჩბით. ცომი უნდა გამოგივიდეთ ფაფუკი და ჰაეროვანი. მაშინვე გადაიტანეთ ცომი ფორმაში და თანაბრად გაანაწილეთ. შედგით ფორმა 150-160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთი. გამომცხვარ და გაგრილებულ ბისკვიტს გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.სიროფი: წყალში ჩაყარეთ შაქარი, დადგით გაზზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გამორთეთ გაზი, გააცივეთ და დაუმატეთ კონიაკი. კრემი: დაალბეთ ჟელატინი შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით. შემდეგ შეათბეთ გაფუებული ჟელატინი (არა უმეტს 60 გრადუსისა), თან ურიეთ, სანამ მთლიანად არ გალღვება ჟელატინის გრანულები. გააგრილეთ, მაგრამ არ გააცივოთ.ათქვიფეთ ნაღები მიქსერის დაბალ სიჩქარეზე 2-3 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოუმატეთ მიქსერის სიჩქარეს და დაუმატეთ შაქრის პუდრა. გააგრძელეთ თქვეფა კიდევ 2-3 წუთი. დაუმატეთ ხაჭო და კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ჟელტაინი და მიქსერის დაბალ სიჩქარეზე ან ხელით ათქვიფეთ კარგად. ტორტის აწყობა:გაჭერით ტორტის ბისკვიტი 2 თანაბარ ნაწილად. ფორმის ფსეკრზე ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი ისე, რომ კიდეები ფორმის გარეთ გადმოეფინოს. გარეცხეთ მარწყვი, გააშრეთ, მოაცალეთ ყუნწები და გაჭერით შუაზე. გადადეთ 3-4 ს/კ კრემი ცალკე.ფორმაზე გადაიტანეთ ჯერ ბისკვიტის ერთი ნაწილი. მოასხით კარგად სიროფი, კიდეებზე მჭიდროდ დაალაგეთ მარწყვი (იხ.სურ). შმედეგ გაანაწილეთ კრემი ისე, რომ ამოავსოს მარწყვებს შორის ადგილი და დაფაროს ტორტი. ფორმის ცენტრში დაალაგეთ მთელ-მთელი მაწყვრბი, ზემოდან კვლავ კრემი და მოასწორეთ.დაადეთ ტორტს ბისკვიტის მეორე ფენა და კვლავ გააჯერეთ სიროფით, ზემოდან კი წაუსვით დარჩენილი კრემი. მოასწორეთ კარგად და შედგით მაცივარში 4-6 საათით.გაცივებულ ტორტს მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი, მოაწყვეთ მარწყვი.