გამომცხვარი კარტოფილი პომიდვრითა და ყველით
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 8 ჭიქა
  • კარტოფილი - 3 მოზრდილი
  • პომიდორი - 3 ცალი
  • მოცარელა ან სულგუნი - 225 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 2 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი

მომზადების წესები
მომზადების წესი:

კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით თხელ ფირფიტებად. პომიდორი – წრეებად.

მოცარელაც ან სულგუნი დაჭერით თხელ ფირფიტებად, ნიორი დაჭყლიტეთ, ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე.

სანამ ღუმელი გახურდება, წყალი აადუღეთ, ჩაყარეთ მასში კარტოფილი და 5 წუთის განმავლობაში მოხარშეთ. გადაუღვარეთ წყალი.

ღუმელის ლითონის ფირფიტაზე გაანაწილეთ კარტოფილი, პომიდორი და მოცარელა ფენებად, მოაყარეთ გახეხილი ყველი, დაჭყლეტილი ნიორი და მარილი და პილპილი.
მოასხით ზეითუნის ზეთი.

აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში. მიირთვით ცხელ-ცხელი.

ტეგები:
კარტოფილი პომიდორი მოცარელა ნანახია: 3952