ჰაეროვანი ხაჭოს ფუნთუშები ხრაშუნა კანით 15 წუთში
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 250 გ
  • რძე - 2 ს/კ
  • ხაჭო - 250 გ
  • 2 ც კვერცხი
  • შაქარი - 5 ს/კ
  • მწიკვი მარილი
  • ვანილინი - 2 გ
  • გამაფხვიერებელი - 12 გ

მომზადების წესები
მომზადების წესი:

კვერცხი გაქენით შაქართან, ვანილთან და მარილთან ერთად. დაუმატეთ ხაჭო.

ჩაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ რბილი ცომი. ის ოდნავ უნდა გეკრობოდეთ ხელებზე.

დააფინეთ ლითონის ფირფიტაზე პერგამენტი. წაუსვით ზეთი.

ხელები დაისველეთ ცივ წყალში და გააკეთეთ ცომსგან პატარა ფუნთუშები. დაალაგეთ ფირფიტაზე და შედგით 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 12 წუთში გამოიღეთ ღუმელიდან და წაუსვით ფუნთუშებს რძე კულინარიული ფუნჯის მეშვეობით. მოაყარეთ შაქარი. შედგით ისევ ღუმელში 3-5 წუთი.

მიიტანეთ ფუნთუშები სუფრასთან კენკრის სიროფთან და დარიჩინთან ერთად.

ტეგები:
ხაჭო რძე ფუნთუშები ნანახია: 44554