მოხარშული კარტოფილითა და გახეხილი ყველით მოამზადეთ შიგთავსი. შეგიძლიათ შეცვალოთ პროპორცია და თქვენი გემოვნებით, სასურველი რაოდენობით გადაურიოთ ერთმანეთში კარტოფილის პიურე და ყველი, საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ მარილი, შეაზავეთ ახალდაფქული შავი პილპილით.8 ფილოს ცომის ფურცელი გაჭერით შუაზე. თითოეული გადაკეცეთ სიგრძეზე ორჯერ, თან ფენებს შუა წაუსვით ზეთი ან გამდნარი კარაქი. დაადეთ გულსართი და დაიწყეთ სამკუთხედად გადაკეცვა, როგორც ფოტოზეა. გადაკეცვისას ნაპირები ერთმანეთს გაუთანაბრეთ.ზემოდანაც გადაუსვით ცხიმი, მოაყარეთ თეთრი ან შავი სეზამის მარცვლები და გამოაცხეთ 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება.