სამეფო კარტოფილი
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი
  • ხახვი - 1 თავი
  • ქათმის ფილე - 400 გ
  • გახეხილი ყველი - 200 გ
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი - 3 ს/კ

მომზადების წესები
მომზადების წესი:

პირველ რიგში მივხედოთ ხორცს. ამისათვის, დაგვჭირდება დაახლოებით 400 გ ქათმის ფილე, რომელსაც დავბეგვავთ.

შემდეგ მოაყარეთ პილპილი, მარილი არ გინდათ, რადგან მაიონეზში უნდა ამოვავლოთ. დაალაგეთ თითოეული ნაჭერი ერთმანეთზე, რათა კარგად გაუჯდეს მაიონეზი. მაიონეზის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მდოგვი.

დაჭერით ხახვი ნახევარწრეებად.

შემდეგ გაფცქვენით კარტოფილი და დაჭერით მრგვალ ფირფიტებად.

მოამზადეთ ტაფა. კარგად გაახურეთ და წაუსვით ზეთი.

დაალაგეთ მასზე კარტოფილის ნახევარი, მოაყარეთ მარილი, შემდეგ დარჩენილი კარტოფილი და ისევ მარილი.

ახლა დაალაგეთ ხორცი, ისე, რომ კარტოფილი მაქსიმალურად დაფაროს. შემდეგ დაალაგეთ ხახვი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოასხით მაიონეზი.

შედგით ტაფა 230 გრადუსზე გაუხრებულ ღუმელში დაახლოებით 60 წუთი.



ტეგები:
კარტოფილი ქათმის ფილე ნანახია: 14255