ხორცთან ერთად გამომცხვარი კარტოფილი ნაღებით: შესანიშნავი იდეა ზაფხულის ვახშმისთვის!
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 8 ცალი
  • ღორის ხორცი - 500 გ
  • კარაქი - 100 გ
  • ნიორი - 3 კბილი
  • კამა - 0,5 კონა
  • ზეთი
  • ნაღები - 200 მლ
  • მარილი და პილპილი

მომზადების წესები
მომზადების წესი:

ნიორი (1 კბილი) დაჭყლიტეთ, დაუმატეთ მარილი და პილპილი. დაბეგვეთ ხორცი და წაუსვით ნივრის მასა. დაახვიეთ რულეტებივით.

კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით თხელ წრეებად, დაუმატეთ სანელბლები გემოვენბით. ღუმელის ფირფიტას წაუასვით ზეთი, დაალაგეთ ხორცი და კარტოფილი, მოაყარეთ მარილი.

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და აცხვეთ დაახლოებით 20 წუთი, შემდეგ გამოიღეთ, მოასხით ნაღები და კვლავ შედგით 30 წუთი ღუმელში.

სუფრასთან მიიტანეთ სოუსით: გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა და დარჩენილი ნიორი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კარტოფილი ნაღები ხორცი ნანახია: 6766