კალმახი პესტოს სოუსით
დრო 20წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კალმახი - 1 ცალი, საშუალო ზომის
  • კარტოფილი - 3-4 ცალი
  • რეჰანი ან ბაზილიკი - 1 პატარა კონა
  • პარმეზანი - 60 გ, გახეხილი
  • ნიორი - 2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი - 100 მლ
  • მარილი

მომზადების წესები
მომზადების წესი:

კალმახი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან, ან
შეგვიძლია ფოლგაში გავახვიოთ და ღუმელში გამოვაცხოთ. კარტოფილი გავჭრათ საშუალო
ზომის ნაჭრებად და მოვხარშოთ მარილწყალში. ოდნავ როცა დააკლდება ხარშვა, გადავწუროთ და შევაგრილოთ. ბაზილიკი, გახეხილი პარმეზანი, ნიორი და ზეითუნის ზეთი ბლენდერში ავთქვიფოთ და შევაზავოთ მარილით. მზა სოუსი მოვახსათ მოხარშულ კარტოფილს და თევზს.

ჟურნალი "გემრიელი" (მაისის ნომერი)
ტეგები:
ნიორი პარმეზანი პესტო კალმახი ნანახია: 2091