შეათბეთ რძე და გახსენით მასში ყავა, დაუმატეთ კარაქი, შაქარი, ნაღები, კაკაო და ყველაფერი ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოაცალეთ პატარა ნაწილები ცომს და გააკეთეთ ბურთულები, ოდნავ გააბრტყელეთ, ისე, რომ მისცეთ ყავის მარცვლის ფორმა. კბილი ჩხირით გააკეთეთ ჩანაჭდევი, ოღონდ არა ბოლომდე. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე, დაალაგეთ მარცვლები ფირფიტაზე და აცხვეთ დაახლოებით 12-15 წუთი. გემრიელად მიირთვით!