კიტრის ცივი წვნიანი
დრო 15წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

კიტრის ციცი წვნიანი – უბრალოს მონაპოვარია ზაფხულის ცხელი დღეებისთვის. მით უმეტეს, რომ სუფი ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები

  • კეფირი - 600 მლ
  • კიტრი - 2 ცალი
  • ბოლოკი - 4 ცალი
  • ნიორი - 1 კბილი
  • სასურველი მწვანილი
  • შაქარი, მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები
მომზადება:
ყველა ბოსტნეული და მწვანილეული გარეცხეთ.
კიტრი და ბოლოკი დაჭერით წვრილად, ან გახეხეთ მსხვილად.
ნიორი დაჭყლიტეთ, მწვანილი დაჭერით წმინდად.
ერთმანეთში აურიეთ ყველა ბოსტნეული და მწვანილი და დაასხით კეფირი.
შეკმაზეთ ცოტაოდენი შაქრით, მარილითა და პილპილით.
ყველაფერი კარგად აურიეთ, ჩააცივეთ და მიიტანეთ სუფრასთან გახუხული პურით.

ტეგები:
კიტრი ბოლოკი კეფირი ნანახია: 2111