გამომცხვარი კარტოფილი ნივრიანი კარაქით
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 8 ცალი
  • ნიორი - 3 კბილი
  • კამა - 1 კონა
  • კარაქი - 30 გ
  • ზეთი
  • მარილი

მომზადების წესები
მომზადების წესი:

კარტოფილი კარგად გარეცხეთ, გააკეთეთ თითოეულის ცენტრში დანით ჯვრის ფორმის ჩანაჭერი. მოხარშეთ კანიანად მარილწყალში 10 წუთის განმავლობაში (ბოლომდე არ უნდა მოიხარშოს). შემდეგ გადაუღვარეთ წყალი და გააცივეთ.

წაუსვით თითოეულ კარტოფილს ზეთი და მოათავსეთ ღუმელის ლითონის ფირფიტაზე.

შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.

დაჭერით წვრილად კამა. დაჭყლიტეთ ნიორი და დაუმატეთ დარბილებული კარაქი.
ყველაფერი კარგად აურიეთ.

გამოიღეთ კარტოფილი ღუმელიდან და თითოეულის გულში ჩადეთ ნივრიანი კარაქი.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კარტოფილი ნიორი კარაქი ნანახია: 22069