თაფლაკვერები ბებიის რეცეპტით – გაახარეთ ბავშვები გემრიელი ნუგბარით
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 2-2,5 ჭიქა
  • კეფირი - 350 მლ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • თაფლი - 1 ს/კ
  • კვერცხის გული - 2 ცალი + 1 კვერცხის ცილა
  • სოდა 1 ჩკ
  • მინანქარი
  • კვერცხის ცილა - 1 ცალი
  • შაქარი - 3 ს/კ

მომზადების წესები
მომზადების წესი:

გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გულები და ერთი კვერცხის ცილა ათქვიფეთ შაქართან და თაფლთან ერთად. დაუმატეთ კეფირი და ზეთი – ოდნავ ათქვიფეთ.

დაუმატეთ ფქვილი და საოდა და მოზილეთ ცომი.

გააბრტელეთ ცომი დაახლოებით 1 სმ სისქეზე და ამოჭერით ფორმებით ან ჭიქათ.

მოათავსეთ ლითონის გამოსაცხობ ფირფიტაზე, რომელზეც წინასწარ პერგამენტს დააფენთ.

დააშორეთ თაფლაკვერები ერთმანეთს, რათა ზომაში მომატებისას არ შეეწებნენ. აცხვეთ 25 წუთი 180-190 გრადუსზე.

მინანქრისთვის: ათქვიფეთ ერთი კვერცხის ცილა 3 კოვზ შაქართან ერთად, სანამ შაქარი არ გადნება და მასა არ გამკვრივდება.

გამოიღეთ თაფლაკვერები ღუმელიდან, სწრაფად გადაუსვით მინანაქარი 2 ფენად და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10 წუთით.

ტეგები:
თაფლი კეფირი მინანქარი ნანახია: 10155