მომზადება:ათქვიფეთ ნაღები 200 გ შაქართან ერთად მკვრივი მასის მიღებამდე.დაალაგეთ ლანგარზე ბლინის ფირფიტები სათითაოდ და წაუსვით ნაღების კრემი.წაუსვით კრემი ყველა ფენას, ზემოდანაც და გვერდებზეც და შედგით მაცივარში 1 საათით.სანამ ტორტი მაცივარში ცივდება, მოამზადეთ სოუსი. უკურკო ალუბალს დააყარეთ შაქარი და დააბლენდერეთ.გადაიტანეთ მასა ქვაბში და ხარშეთ 30 წუთი დაბალ ცეცლზე. მოხადეთ ქაფი, როგორც მურაბას. გააცივეთ, შემდეგ კი მოასხით მაცივრიდან გამოღებულ ბლინის ტორტს.