მომზადებაცომის ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი და თანაბარი ზომის ბურთულებად დავყოთ. გულსართის ინგრედიენტები კარგად ავზილოთ და იმდენივე ბურთულა გავაკეთოთ, რამდენი ცომის ბურთულაც გვაქვს (ამ რაოდენობის ინგრედიენტებითდაახლოებით 18 ცალი ნამცხვარი გამოდის). ცომი გავაბრტყელოთ, გულში ჩავუდოთქოქოსის ბურთულა, შემდეგ ხელისგულზე დავიდოთ და ფრთხილად მოვუკრათ თავი.ბურთულა კარგად დავამრგვალოთ და ოდნავ დავაბრტყელოთ. ნამცხვარი გამოვაცხოთ წინასწარ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 25-30 წუთის განმავლობაში.ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი და კარაქი. მიღებული მინანქარი კარგად გაცივებულ ნამცხვარს წავუსვათ და მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი.ჟურნალი "გემრიელი" (ივნისის ნომერი)