მომზადება:კრემისთვის: ჟელატინს დაასხით თბილი წყალი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე (არ აადუღოთ!). გააგრილეთ.ხაჭო, არაჟანი და შაქარი დააბლენდერეთ. დაუმატეთ გამდნარი და გაგრილებული ჟელატინი და კვლავ ათქვიფეთ.ფხვიერი ნამცხვარი გაანაწილეთ ფორნის ფსკერზე და მოასხით კრემი. შემდეგ დაალაგეთ ისევ ნამცხვრის ფენა, კვლავ კრემი და ასე გააკეთეთ ნამცხვრისა და კრემის 3 ფენა.შედგით ტორტი მაცივარში, საუკეთესო იქნება მთელი ღამით.ზემოდან მორთეთ გახეხილი შოკოლადით!გემრიელად მიირთვით!