მომზადებაქვაბში მოვათავსოთ კარაქი, რძე, წყალი, მარილი და გავაცხელოთ, როცა ადუღდება, ერთბაშად დავაყაროთ ფქვილი და ვურიოთ, სანამ ცომი ქვაბის კედლებს მიეკრობა. შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხი. შტრეიზელისთვისგანკუთვნილი კარაქი გავადნოთ, დავუმატოთ იმდენი ფქვილი, რომ ფხვიერი მასა მივიღოთ, შევურიოთ შაქარი. ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე კოვზით ან საკონდიტრო ტომრით მოვათავსოთ 8-10 ცალი შუ და მოვაყაროთ შტრეიზელი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. როცა გაოქროსფრდება, დავუწიოთ 160 გრადუსზე და 10 წუთი ვაცხოთ.კრემის ინგრედიენტები გავთქვიფოთ და დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით მოვხარშოთ. ცხელსვე შევურიოთ კარაქი. გაგრილებულს დავუმატოთ ვანილი და კონიაკი. ცივი კრემი გაგრილებულ შუებში მოვათავსოთ.ჟურნალი "გემრიელი" (ივნისის ნომერი)