კარტოფილის უნაზესი კატლეტები – შესანიშნავი იდეა ნოყიერი ვახშმისთვის!
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 6-8 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • ზეთი შესაწვავად
  • ფქვილი - 2 ს/კ
  • პაპრიკა - მწიკვი
  • 2 ც კვერცხი
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

მომზადება:
მოხარშეთ კარტოფილი, გააკეთეთ პიურე. კვერცხი ათქვიფეთ ჩანგლით და დაუმატეთ პიურეს, კარგად აურიეთ.
ხახვი დაჭერით წვრილად და მოხრაკეთ ზეთში, დაუმატეთ კარტოფილის პიურე.
მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაუმატეთ პაპრიკა.
გააგრილეთ მასა და გააკეთეთ პატარა კატლეტები. ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
მიირთვით ცხელ-ცხელი არაჟანთან ერთად!
 

ტეგები:
კარტოფილი კატლეტი ვახშამი ნანახია: 78813