მომზადება: დაჭერით ხორცი, მოხრაკეთ ზეთში შევარდისფრებამდე. დაუმატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, აურიეთ და ხრაკეთ კიდევ რამდენიმე წუთი. დაუმატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა, სოკო, მსხვილად გახეხილი სტაფილო და ტომატპასტა, მარილი და პილპილი. თუშეთ 5 წუთი. დაუმატეთ 300 მლ წყალი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში. თუ საჭირო გახდა, დაუმატეთ წყალი. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი კამა. გემრიელად მიირთვით!